|
2017-07-14 17:34:22, 2341 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაღებში, ბოლო მონაცემებით, 11000-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 საყოველთაო რეგისტრაციის მეორეე ტაპი დღეს 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყო და ტექნიკური შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, პირველ და მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულია 11 000-ზე მეტი აღსაზრდელი, ხოლო ვაკანტური რჩება 1300-ზე მეტი ადგილი. მიმდინარეობს ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.kids.org.ge. –ს საშუალებით. ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე კი საბავშვო ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოების მეშვეობით, მოხდება იმ აღსაზრდელთა დარეგისტრირება, რომელთა რეგისტრაციაც ვერ მოხერხდა ელექტრონულად. ამისათვის, მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ კონკრეტული საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას. რეგისტრაციაში ასევე ჩართულია 5 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება და 1500-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს. (NS)
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
თამაზაშვილი - თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



