|
2017-07-14 10:29:34, 2350 ნახვა
სამართალი
შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ბელგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსანდრე დოღონაძე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვარლამ ხათრიძე და გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ცხვედიანი ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ფედერალური პოლიციის, ფედერალური პოლიციის გენერალური ინსპექციისა და პოლიციის მონიტორინგის მუდმივი კომიტეტის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ევროპელ კოლეგებს უწყების სტრუქტურის, საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობის ინსპექტირების მეთოდები, პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა, ასევე, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და მის საფუძველზე, პრევენციული საქმიანობის დაგეგმვა. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ვიზიტი ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის სამსახურის (TAIEX) ორგანიზებით განხორციელდა. იგი მიზნად ისახავდა უწყებებს შორის პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საქმიანობაზე შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების გაცნობას და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შედარებას. ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი სტრუქტურების გამოცდილება საქართველოს შსს-ს გენერალურ ინსპექციას შესაძლებლობას მისცემს, თავისი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართოს, უზრუნველყოს საზოგადოების მხრიდან მისი ცნობადობის გაზრდა და სანდოობის ხარისხის ამაღლება. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)