|
2017-07-13 12:43:34, 1848 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი სომელიეები ქართულ ღვინოს ეცნობიან
ამერიკელი სომელიეების ჯგუფი საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ღვინის პროფესიონალები ღვინის საწარმოებს სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. უწყების ცნობით, სტუმრებმა უკვე დააგემოვნეს დასავლეთ საქართველოს ღვინოები და ამჟამად კახეთში იმყოფებიან. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie”-ის მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) ხელმძღვანელობს. „აქ იმყოფებიან წამყვანი რესტორნების წარმომადგენლები და გვინდა წარვუდგინოთ მათ არაჩვეულებრივი ქართული ღვინის გარემო. აშშ-ში გასულ წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით გაიზარდა. ჩვენ გვინდა განვაგრძოთ ბაზრის წარდგენა ყველა მწარმოებლისთვის, მოგვყავს იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელშიც არიან სომელიეები ჩიკაგოდან, სენტ-ლუისიდან და ნიუ-იორკიდან, არაჩვეულებრივი კვირა გაატარეს, მიიღეს ინფორმაცია ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, გაიცნეს მწარმოებლები. ველოდებით კვირის დარჩენილი დროის ასევე საინტერესოდ გატარებას. ჩვენ გვაქვს სხვა სომელიეების სია, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ რა ხდება აქ ღვინის სფეროში” - აღნიშნა ჯული პეტერსონმა. ნიუ-იორკის ერთ-ერთი რესტორნის სომელიე ჯეიმს სლაი განსაკუთრებით ალადასტურით მოიხიბლა. სლაის განცხადებით, მას დიდი ხანია სურდა საქართველოში ჩამოსვალა და ქართული ღვინოების ადგილზე დაგემოვნება. „ღვინოს საქართველოში უძველესი ტრადიციებით აწარმოებენ და გარდა ამისა, შეაქვთ სიახლეები ამ ტექნოლოგიაში. სწორედ ამან შთამაგონა აქ ჩამოსვლა. ქვეყნაში მოგზაურობამ თბილისიდან იმერეთში და შემდეგ კახეთში, საშუალება მომცა გამეგო მრავალფეროვნება რეგიონებისა და კლიმატის მიხედვით, რაც ღვინოებს განსხვავებულს ხდის. დასავლეთის ღვინოები მსუბუქი და ცოცხალია, აღმოსავლეთის კი უფრო ძლიერი. ამან შესაძლებლობა მომცა დამენახა ქართული ღვინო სხვა კუთხით, არა როგორც ერთფეროვანი პროდუქტი, არამედ განსხვავებული შესაძლებლობებისა და არომატების ერთიანი სპექტრი. მიუხედავად იმისა, რომ 30 ქართული ღვინო მქონდა დაგემოვნებული ნიუ-იორკში, აქ ჩამოვედი და ბევრი ახალი ღვინო გავსინჯე, მაგალითად, იმერეთში ალადასტური - ვერ ვიჯერებდი რასაც ვაგემოვნებდი, ასეთი რამ ჯერ არ გამისინჯავს, არც ქართული და არც სხვა ქვეყნების ღვინოები” -აღნიშნა მან. ამერიკელ სომელიეებს ტურის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობდნენ შემდეგ ღვინის კომპანიებს: „იაგოს ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, “საოჯახო მარანი - ოდა“, „ვარციხის მარანი“, „მეღვინეობა ხარება - იმერეთი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „ორგო/ვიტა ვინეა“, „შალაურის მარანი“, „შუმი“, „ჩელთი“, „ფაფრის ველი“, „ჯონი ოქრო“, „ხოხბის ცრემლები“, „ასკანელი ძმები“, „შავნაბადა“, „ლუკასი“, ასევე მექვევრე ზაზა კბილაშვილს ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. ამ ქვეყანაში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 176 274 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 43%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. (NS)
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)