16:26 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 15:33:20, 282 ნახვა

კომენტარი
გვარამია - ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, უნდა გადადგეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია  ბათუმის სტადიონზე, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშისა“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას ეხმაურება და წერს, რომ “ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, უნდა გადადგეს“

აი, ესაა თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თურქეთის, რომლის ხელისუფლებაში უამრავი ძალიან მაღალი რანგის ლაზი და გურჯი თანამდებობის პირია და უამრავი ეთნიკურად ქართველი დედის გაზრდილი, სხვადასხვა დარგის ძალიან ცნობილი მოღვაწე. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მუხლებზე დაყენებული ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს გინდა თურქეთს, გინდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს (მარტო ირანის ელჩის განცხადებები რად ღირს). იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც პატივს არ სცემენ და რომლისგანაც საკუთარი ღირსების დაცვას არ ელიან.

ასეთ ქვეყნად აქცია საქართველო ივანიშვილმა. რაც შეეხება გუშინდელ დღეს: ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!

ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რასთან გვექნებოდა საქმე, რა მძიმე მოვლენები განვითარდებოდა და როგორ წახდებოდა ჩვენი იმიჯი მთელი მსოფლიოს თვალწინ. იცოდა და ფეხებზე დაიკიდა, იმიტომ რომ დიდი ფულის სუნი იგრძნო.

ბათუმი 82-იც ყველასთვის ცნობილი იყო (ყველგან ასე შვრებიან თურქი გულშემატკივრები, უბრალოდ ქალაქების სახელებს ცვლიან); ისრაელის ფაქტორის გამო მუსლიმური ქვეყნის Free Palestine პლაკატები რომ გაიშლებოდა და დამატებითი აგრესიის წყარო იქნებოდა, ისიც;

მარბიელი რომაა ბეშიქტაშის ფანკლუბი, ისიც;

ბათუმს რომ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს ამ ყველაფრის მიმართ (ისტორიული მიზეზების გამო), ისიც და ისიც კი არ ქნეს, რომ სხვა ქალაქი მაინც აერჩიათ და არა ბათუმი. ფულის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს და შედეგად ის მოიტანეს, რომ თავისი უპასუხისმგებლობით და უუნარობით და შემდეგ უკვე მშიშრობით და ცვედნობით ქვეყანა დაამცირეს;

ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს;

უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! - წერს გვარამია.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
ზურაბ პატარაძე - მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია
გვარამია - ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, უნდა გადადგეს
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics