|
2017-07-13 11:23:30, 2634 ნახვა
სამართალი საზოგადოება
სუს-მა ოთარ აბესაძის ადვოკატს, ირმა ჭკადუას საქმის მასალები გადასცა
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმის მასალები მიიღო, - ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან ე.წ მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ირმა ჭკადუას თქმით, ოთარ აბესაძე არ უნახავს. "ახლა ჩავიბარე საქმის მასალები, ჯერ არ გავცნობილვარ, საკმაოდ მოცულობითია, გავეცნობი და შემდგომ მოგახსენებთ. რაც შეეხება ბრალს, ამ წუთისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის რომელ საათზე წარედგინება, რადგან გამოძიებას დრო აქვს ღამის ათ საათამდე. მე გადმომეცა სამი დისკი, აქედან გამომდინარე, ჯერ არ ვიცი მასზე რა არის. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ აუდიო ან ვიდეო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, ვინაიდან გუშინ საქმაოდ ცუდად იმყოფებოდა, დღეს ის არ მინახავს, საქმის მასალები ჩავიბარე და ბრალის წარდგენის დროს ვნახავ“ - აღნიშნა ჭკადუამ. როგორც ადვოკატმა განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ აბესაძისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ, ვერანაირ ბრალს ვერ აღიარებდა და ზოგადად, საქმეზე მათ შორის საუბარი არ შემდგარა. ცნობისთვის, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, მერიის უშტატო თანამშრომელ ოთარ აბესაძეს ბრალი დღეს, დღის პირველ ნახევარში წარედგინება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)