|
2017-07-12 10:49:10, 2378 ნახვა
სამართალი
პრემიერმა და შს მინისტრმა მფრინავები, მაშველები და მეხანძრეები დააჯილდოვეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლები - მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ-ინსპექტორები და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი „112“-ის ოპერატორი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულების, სამაშველო ღონისძიებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისათვის დააჯილდოვეს. პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. „ეს ადამიანები მარტო დღევანდელი დღის გმირები არ არიან. ისინი ჩვენი დროის და ჩვენი ქვეყნის გმირები არიან და მე ამას ძალზე ხშირად აღვნიშნავ. ამ გმირობას მათი ყოველდღიური საქმიანობა ამტკიცებს, როცა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, მზად არიან, სხვა ადამიანების გადასარჩენად თავი გაწირონ. ჩემთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობა, ვიყო მათი ხელმძღვანელი. თუმცა, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათი შვილების, მეუღლეების, ოჯახების წინაშე, რადგან ამ ადამიანებს - სამყაროს ყველაზე ვერაგი გამოწვევების წინაშე, სტიქიასთან, ხანძართან, წყალდიდობასთან, მძიმე განსაცდელთან უწევთ პირისპირ დგომა, ბრძოლა და გამარჯვება. პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, მესაზღვრე - ამ პროფესიის წარმომადგენლები დღენიადაგ ზურგს უმაგრებენ ერთმანეთს და ყველანი ერთად ზურგს უმაგრებენ ჩვენს სახელმწიფოს, მის უსაფრთხოებას და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს. მათი დაფასება და პატივისცემა კი საქართველოს ყველა მოქალაქის ღირსების საკითხია“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. გიორგი კვირიკაშვილმა ურთულესი სამაშველო ოპერაციის მაღალპროფესიონალურად ჩატარებისთვის სასაზღვრო პოლიციის ოთხ მფრინავს - პოლიციის მაიორ ბესიკ გაბიანს, პოლიციის კაპიტან შალვა შალიბაშვილს, პოლიციის უფროს ლეიტენატ ბესიკ ბაკურიძესა და პოლიციის მაიორ დიმიტრი ქააძეს ღირსების ორდენები გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს 17 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა, ხოლო 2-ს მადლობის სიგელები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სამაშველო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტური ვიდეორგოლი. ღონისძიებას შსს-ს დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები და მათ მიერ გადარჩენილი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)