|
2017-07-11 11:12:35, 2436 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს 10-მდე პირი დაიკითხება, მათ შორის არჩილ გამზარდია
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხვით განახლდა. როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე 10-მდე პირი დაიკითხება. კერძოდ, პროკურორ ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, სასამართლოს ჩვენებას მისცემს მამა გიორგი მამალაძის მძღოლი, ბრალდებულის მეგობარი და ადამიანი, ვისაც პროკურორის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძე 2016 წლის ზაფხულის თვეში გველის შხამს სთხოვდა. ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. პროკურორის თქმით, დღეს სასამართლოს ასევე ჩვენებას მისცემს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. ამასთან, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბრალდების მხარემ 60-ზე მეტი მოწმე დაკითხა. პროკურორის მტკიცებით, ყველა მათგანმა დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და ის, რომ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადება ჰქონდა დაგეგმილი.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)