|
2017-07-07 20:51:37, 2049 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო ჩაბუქისთვის ლტოლვილთა სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს
„ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილთა სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზები განმარტა. მანვე აღნიშნა, რომ სამინისტრო, ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის პრინციპის გათვალისწინებით, არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსსა და არგუმენტაციას. „სამინისტროს მიერ ჩაბუქთან მიმართებით განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურა, კერძოდ, მას ჩაუტარდა გასაუბრება, სრულად იქნა შესწავლილი როგორც ჩაბუქის და მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ, თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალები. ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. სამინისტრო, ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის პრინციპის გათვალისწინებით, არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსსა და არგუმენტაციას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი: ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას რასის,რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო დევნის საფუძვლით, ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა, თუ რამდენად ჰქონდა უწინ და ამჟამად რამდენად ემუქრება ბატონ ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე გათვალისწინებულ იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები“,-განაცხადა რეხვიაშვილმა. მისივე თქმით, გათვალისწინებული იქნა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურა და სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული მხარისათვის კონკრეტულად ჩაბუქის მიმართ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიებიც. „სამინისტრომ, ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა თურქეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი ანგარიში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დიპლომატიურ გარანტიებთან დაკავშირებით, ისევე როგორც თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის ფუნქციით ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ეროვნული ინსტიტუტების შექმნისა და ფუნქციონირების ფაქტი. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გაანალიზების შედეგად, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით“,-განაცხადა რეხვიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჩაბუქს აქვს სამინისტროს გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. სასამართლო განხილვის ვადაში მას საქართველოს კანონმდებლობით უნარჩუნდება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი.ამასთან, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა არ იწვევს პირის ექსტრადიციას წარმოშობის ქვეყანაში. აღნიშნული ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია და თავშესაფრის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურა, რომელთან დაკავშირებითაც ცალკე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო და სასამართლო. ეს არის ის ინფორმაცია, რომლის მოწოდებაც ამჟამად შემიძლია კონფიდენციალურობის პრინციპისა და ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე“,-დასძინა შოთა რეხვიაშვილმა. დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე წარმოებული პროცედურა დაასრულა. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა ლტოლვილთა სამინისტროს. (NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)