|
2017-07-07 18:27:56, 2442 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის სასამართლომ მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 მარტს, დ.ნ.-მ შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მისი მეორე, არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. ასევე დ.ნ-მ 24 აპრილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო 25 აპრილს მაღაზიაში მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მისმა შვილმა და მეუღლემ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. სამართალდამცველებმა დ.ნ. 19 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ დ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)