|
2017-07-07 15:42:55, 2323 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ჩაბუქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სამინისტრო დაცვის მხარეს დღეს გადასცემს
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაცვის მხარეს დღეს გადასცემს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს: „თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა 2017 წლის 31 მაისს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართა. სამინისტრომ განიხილა აღნიშნული განაცხადი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის თანახმად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. სამინისტროს მიერ მომზადებული გადაწყვეტილება 2017 წლის 7 ივლისს ხელზე გადაეცემა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ინტერესების დამცველ ადვოკატს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)