|
2017-07-07 11:27:53, 2589 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ოქრომჭედლები და გამომძიებლები დაიკითხებიან
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. როგორც ცნობილია, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის 20-მდე მოწმე დაიკითხება. კერძოდ, პროკურორ ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, დაიკითხებიან ოქრომჭედლები და ასევე გამომძიებლები, რომლებმაც აღნიშნულ საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო პროცედურები ჩაატარეს. პროკურორის განცხადებით, ოქრომჭედლები საკუთარ ჩვენებაში დღეს დაადასტურებენ, რომ ნატრიუმის ციანიდი ოქრომჭედლობაში არ გამოიყენება. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, დღეს საპატრიარქოს ოქრომჭედლები დაიკითხებიან, რომლებიც ბრალდების პოზიციას გაამყარებენ. მისივე თქმით, თუ არიან ისეთი ოქრომჭედლები, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ციანიდი ოქრომჭედლობაში ზოგადად არ გამოიყენება. „ციანიდი გამოიყენება ოქრომჭედლობაში - ოქროსთან, ვერცხლთან და სპილენძთან. ეს დამოკიდებულია იმ ოქრომჭედელზე, ვინ როგორი ხარისხის და რისთვის იყენებს მას. ექსპერტებმა თქვეს და თუ კარგად გამოიკვლევენ რაში გამოიყენება ნატრიუმის და კალიუმის ციანიდი, კონკრეტულადაა მითითებული, რომ გამოიყენება ოქრომჭედლობაში. ძალიან აბსურდულია, რომ თითქოს არ გამოიყენება. თუ არიან ისეთი ოქრომჭედლები, რომლებიც არ გამოიყენებენ, შემიძლია გითხრათ, რომ მათ ნამუშევრებს არ უნდა ენდოთ, ჩათვალეთ, ნახევარზე მეტი ოქრო არ იქნება და იქნება სპილენძი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)