|
2017-07-07 10:41:30, 2109 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ესპანეთის შს მინისტრებმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ესპანეთის შს სამინისტროებს გაფორმებული აქვთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერ მუშაობას და საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ ოპერაციებს. მხარეებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის FIEP-ში (ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანება) გაწევრიანების და ამ მიმართულებით ესპანეთის სამოქალაქო გვარდიასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა და ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზმა ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხიც განიხილეს, რაც საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, დამატებითი ფორმალობების გარეშე ისარგებლონ თავიანთი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების მიერ გაცემული მართვის მოწმობებით მეორე მხარის ტერიტორიაზე. შეხვედრის დასასრულს, ესპანეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მადრიდში მიიწვია და მისგან თბილისში საპასუხო მიწვევა მიიღო. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)