|
2017-07-04 14:47:08, 1937 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვანი ფაქტორია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონფერენცია „საქართველოსა და მისი რეგიონების პროდუქციის ბრენდირება: გეოგრაფიული აღნიშვნის მნიშვნელობა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. როგორც მინისტრმა განაცხადა, კონფერენცია საქართველოში მერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების მიზნითაა ორგანიზებული. მისივე თქმით, გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვანი ფაქტორია მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდასაჭერად. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“, საწარმოო ბაზის და ნედლეულის შექმნით, სექტორის განვითარებას დაეხმარება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. „წარმატებულ გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემას კულტურული მემკვიდრეობისა და გამორჩეული ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება შეუძლია და, შესაბამისად, სოფლად ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაც”,-განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა. ბრუნო ბალვანერამ საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ FAO-სა და EBRD-ის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში რძის წარმოების გაზრდა, წარმატებით თანამშრომლობს მერძევეობის დარგის კომპანიებთან“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაზე მერძევეობის სექტორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მწარმოებელთა ასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. (NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)