|
2017-07-03 15:36:31, 2174 ნახვა
სამართალი
ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასამართლო განცხადებას ავრცელებს
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოსარჩელეები სევდია უგრეხელიძე, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა სამნიძე, ზაზა ვეკუა, შორენა ბუხრაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყვიტა. "მხარეთა შორის დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება წარმოადგენდა. სადავო განკარგულება ზვიად ნაზღაიძისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და მის საკომპენსაციოდ თანხისა და სხვა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემას ეხებოდა. სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დაუშვებლად მიჩნევა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკრებულოს 23.12.16 წლის N419 განკარგულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა იყო დარღვეული“, - ნათქვამია განცხადებაში. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია იმ დადგენილებას ასაჩივრებდა, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება და ფულადი თანხა გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)