|
2017-07-03 11:46:52, 1836 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სიღნაღში ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში გაშენებული ზეთისხილის ბაღები დაათვალიერა და ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ერთობლივი ინვესტიციითა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ ფარგლებში გაიხსნა. უწყების ინფორმაციით, პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა. ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა (საათში 10 ტონა) ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. ქართული ზეთისხილი განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანია სამომავლოდ გეგმავს პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ-ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია კარფურისა და სხვა საერთაშორიოსო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს. წელს ქართული ზეთისხილის პირველ მოსავალს კომპანია საკუთარ საწარმოში გადაამუშავებს. საწარმო კახეთის რეგიონში 100 ადგილობრივს ასაქმებს. მომავალში წიბწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებაც იგეგმება, რათა წარმოება არამხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში იყოს შესაძლებელი. (NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)