01:24 - 11 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 10:54:32, 2073 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი კახეთში ალოობას დაესწრო

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის.  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და შპს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორ პაატა შეყელაძესთან  ერთად,  დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ქერის მოსავლის აღებას დაესწრო.

შირაქის ველზე,  სოფელ სამრეკლოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის 30 ჰექტარზე ქერის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ 5 კომბაინი ახორციელებს.  

„მარცვლოვანი კულტურების მოსავლის დაბინავება აქტიურ ფაზაში შედის. სრულად მობილიზებულია  სახელმწიფო კომპანიის, შპს „მექანიზატორის“ თანამედროვე ტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას, რომ მოსავლის აღებაში პრობლემები არ შეექნათ და ორგანიზებულად შეძლონ მისი დაბინავება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წელს კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“  დაგეგმილი აქვს  დაახლოებით 30 000-დან 35 000-მდე ჰექტარზე თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება.

მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით, კახეთის რეგიონში,  ამ ეტაპზე,  მობილიზებულია 74 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, აქედან, გურჯაანის სერვისცენტრში - 45, ხოლო დედოფლისწყაროს სერვისცენტრში - 29 ერთეული.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics