|
2017-06-30 11:31:47, 1778 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გურჯაანში ატმის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებს, ექსპორტიორებსა და ფერმერებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ატმის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ წელს ატმის მოსავლის აღებამ და დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაიაროს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა შეუფერხებლად და ორგანიზებულად მოხდეს ატმის მოსავლის დაბინავება. „ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ივლისიდან რეგიონში ამოქმედდება თანადაფინანსების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო, რომელიც ყველა სახის, როგორც სასურსათო, ისე სამრეწველო ატამს ჩაიბარებს, რაც გლეხს პროდუქციის რეალიზაციას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გამარტივებულია საექსპორტო პროცედურები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გამარტივებულია საექსპორტო პროცედურები. სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გასცემენ ფიტოსანიტარიულ და წარმოშობის სერტიფიკატებს. კომპანიების წარმომადგენლებთან, ექსპორტიორებთან და ფერმერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გადამამუშავებელმა კომპანიებმა და ექსპორტიორებმა აღნიშნეს, რომ ატმის მოსავლის მისაღებად მზად არიან. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)