|
2017-06-29 13:08:33, 2130 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტი დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერთავდასხმას არ ადასტურებს
დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერთავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტში არ ადასტურებენ. როგორც "ექსპრესნიუსს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს, საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია ვირუსის არსებობის შესახებ, რის გამოც პრევენციული ღონისძიებები განხორციელდა. "არ ვიცით საიდან წამოვიდა ინფორმაცია, რომ პარლამენტზე კიბერთავდასხმა მოხდა. არანაირი კიბერთავდასხმა არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ვირუსის შესახებ და გარკვეული პრევენციული ზომები განხორციელდა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მივიღეთ ინსტრუქცია, თუ როგორი მეილები არ უნდა გაგვეხსნა, საუბარი იყო შემომავალ მეილებზე", - განაცხადეს პარლამენტში. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
ზურაბ პატარაძე - მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია
გვარამია - ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, უნდა გადადგეს
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



