|
2017-06-28 12:28:59, 1888 ნახვა
საზოგადოება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური აქტი განხორციელდა
„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზის სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ. გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს", - ამის შესახებ ეპარქიის მიერ გავრცელებულს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს საჯარო განცხადება მოიტანს შესაბამის გამოხმაურებას ადგილობრივ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში "ექსპრესნიუსი" ეპარქიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზის სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ. გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს, რის გამოც აქვს გონივრული მოლოდინი, რომ ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მოყვება შესატყვისი მორალური პასუხი ამ ყოვლად დასაგმობ ფაქტს, რითაც თვალნათლივ უნდათ მოქმედ პროვოკატორებს დისონანსი შეიტანონ და ჩრდილი მიაყენონ მარნეულში ერების მრავალკონფესიურ სამეზობლო ურთიერთთანაცხოვრების დიდ ისტორიულ და ეთნო-კულტურულ სიღრმისეულ ტრადიციებს, რადგანაც სწორედ ჩვენი ახლად აღდგენილი ისტორიული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია წარმოადგენს მისი მღვდელთმთავრის და სამღვდელოების სანიმუშო დამოკიდებულებით ტოლერანტული ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი მშვიდობის ნათელ მაგალითს. აქ საუკუნეების განმავლობაში მრავალ ეთნოსთა თანაცხოვრებით ჩამოყალიბდა იმგვარი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ურთიერთობები, რომ ამ ვანდალების და პროვოკატორების ბნელი მზაკვრული ზრახვები არასოდეს ჰპოვებს აღსრულებას. ვფიქრობთ, ეს საჯარო განცხადება მოიტანს შესაბამის გამოხმაურებას ადგილობრივ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში და მოხდება იმის გაანალიზება, სათანადო ორგანოებისგან, რომ ამ რეგიონში მშვიდი ვითარების ამგვარი პროვოკაციული ქმედებით არევა, თუ ვის ინტერესში უნდა შედიოდეს. ვინაიდან ისევ განვმეორდებით, რომ არ ყოფილა სხვა კონფესიათა საკულტო ნაგებობების შელახვის არც ერთი მსგავსი შემთხვევისა ეპარქიის უახლოეს ისტორიაში, გარდა მართლმადიდებლური ქრისტიანული წმიდა სალოცავი ტაძრების არაერთხელ წაბილწვის და შელახვისა, რაც აუცილებლად მოითხოვს თანაზომიერ მყისიერ, როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ რეაგირებას ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რათა არ მოხდეს მომავალში მსგავსი აღმაშფოთებელი ფაქტების განმეორება, რაც პირდაპირ ურტყავს ჩვენს ჭეშმარიტ ხალხთაშორის კულტურულ-რელიგიურ-ეთნიკურ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. აქვე, მოვუწოდებთ, ეპარქიის მრავალეთნიკურ საზოგადოებას ურთიერთკულტურათა და რელიგიათა პატივისცემისაკენ, რათა მავანმა არ შეძლოს მყარ საფუძველზე აღმოცენებულ ჩვენს მრავალსაუკუნოვან საერო ურთიერთობებში შეიტანოს დესტრუქცია რაიმე სახით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)