01:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 11:31:43, 2202 ნახვა

სამართალი
ავთანდილ ხურციძის მშობლები იმედოვნებენ, რომ მათ შვილს სასამართლო 1 კვირაში გაათავისუფლებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები იმედოვნებენ, რომ მათ შვილს სასამართლო ერთ კვირაში გაათავისუფლებს.

როგორც სპორტსმენის დედამ, მაყვალა ხურციძემ საზოგადოებრივთან საუბარში აღნიშნა, ის შვილს ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა.

„მან მითხრა, რომ ერთ კვირაში სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მას სავარაუდოდ, უდანაშაულოდ ცნობენ და გაათავისუფლებენ“, - განაცხადა ხურციძემ.

მისივე თქმით, მას შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ. ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის UFC-ს მებრძოლია. იგი დაკავებიდან რამდენიმე 1 კვირაში გაათავისუფლეს.

რაც შეეხება ავთანდილ ხურციძეს, იგი მსოფლიო ბოქსის ორგანიზაციის WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონი იყო, თუმცა დაკავების შემდეგ მას აღნიშნული ტიტული ჩამოერთვა.

ხურციძეს ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით, არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics