|
2017-06-28 11:24:38, 2238 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რებრენდინგი განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში უმასპინძლა და დეპარტამენტში განხორციელებული რებრენდინგის შედეგები გააცნო. შსს-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თანამშრომელთა უნიფორმის, ტექნიკისა და აღჭურვილობების რებრენდინგი განხორციელდა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განახლებული უნიფორმებითა და ტექნიკით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური სამმართველოების პირადი შემადგენლობა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვართან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მართლწესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. განხორციელებული რეფორმის შედეგად, საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალებს მკვეთრად გამოხატული საპოლიციო ნიშნები გააჩნიათ. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)