|
2017-06-28 11:07:31, 1892 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ღონისძიებას „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ დაესწრო. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ჯიშების არსებობა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს საკანონმდებლო ბაზა ჯიშთა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ, რომელიც ქმნის წინაპირობას, გვქონდეს მაღალხარისხიანი, მაქსიმალურად სანდო სათესლე მასალა. სწორედ ამისთვის იქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთები და სამრეწველო ჯიშთა გამოცდის შედეგად მიღებული სათესლე მასალა კომერციულად ხელმისაწვდომი ხდება ფერმერებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „აგროსფეროს” და მისი პარტნიორი სათესლე მასალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის „საათბაუ” ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო კომპანიის „საათბაუ“ წარმოებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშები: ამანდუსი, აქტივუსი, გალუსი, ამიკუსი, ლუპუსი და ბალიტუსი, ასევე საშემოდგომო ქერი „კარმინა” და ტრიტიკალე „ჰელტოპი”. ღონისძიების ფარგლებში ფერმერები ნაკვეთზე ჩატარებულ აგროტექნიკურ სამუშაოებს გაეცნენ და წარმოდგენილი ჯიშების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სამომხმარებლო ბაზრისთვის შეთავაზებამდე „აგროსფერო” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად ცდის შესათავაზებელ სათესლე მასალას და მიღებული შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე არჩევს ადგილობრივ კლიმატურ პირობებსა და გარემოზე მორგებულ ჯიშებს. კომპანია მუდმივად იწვევს ფერმერებსა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს ღონისძიებებზე და დეტალურად აცნობს წარმოდგენილი კულტურების ახალ ჯიშებსა და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამართულ ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და გიორგი ჩხეიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის წარმომადგენლები და სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები ესწრებოდნენ. (NS)
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)