|
2017-06-27 16:23:03, 2610 ნახვა
სამართალი კომენტარი
ანა დოლიძე: მუხთარლის გატაცება საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს
პრეზიდენტის შეხვედრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესთან, ლეილა მუსტაფაევასთან, დასრულდა. შეხვედრის დეტალებზე მედიასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტი დაჰპირდა ლეილა მუსტაფაევას, რომ მისი მეუღლის საქმე მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ექნება და გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება: "აფგან მუხთარლის გატაცება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის-მისი სუვერენიტეტისთვის, მისი დემოკრატიულობისთვის, მისი ფასეულობებისთვის იმიტომ, რომ ეს არის სტუმარ-მასპიძლის ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კითხვაზე, რომელიც აქვს დაზარალებულ მხარეს და ოჯახს, გაეცეს პასუხი დროულად. ეს კითხვებია- რატომ აწარმოებს გამოძიებას კვლავ შსს, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია და რომ გამოძიება ეფექტურად წარიმართება. საქართველოს პრეზიდენტი დაჰპირდა მუხთარლის მეუღლეს და მის ადვოკატს, რომ გვექნებოდა მუდმივი მონიტორინგი ამ საქმის განვითარების, რომ მზად ვიყავით და ვიქნებით ინფორმაციის მისაღებად დაზარალებულის მხრიდან და რომ მუდმივად ჩართული ვიქნებით ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობაში, ვინაიდან ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხი",-აღნიშნა ანა დოლიძემ
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)