05:06 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 16:41:03, 2275 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკის პროცესი კანონის დარღვევით წარიმართა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ყოფილი ადვოკატი რევაზ ფუთკარაძე, რომელიც დეკანოზის ბარგის ამოღებას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ჩხრეკა კანონის დარღვევით წარიმართა.

როგორც ფუთკარაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, კონკრეტულ დარღვევებზე დაცვის მხარე სასამართლო პროცესებზე ისაუბრეს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, სასამართლომ არ შეიძლება უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება გაიზიაროს.

"ჩხრეკის პროცესს ვესწრებოდი. ის წარიმართა კანონის დარღვევით, კონკრეტულად რომელი მოთხოვნები იქნა დარღვეული ამას დაცვის მხარე სასამართლო განხილვის დროს დაამტკიცებს. 6 საათიდან 8 საათამდე შუალედში არ ვიცით ბარგი სად იმყოფებოდა. დღეს 21-ე საუკუნეში ძალიან ადვილია გახსნა ნებისმიერი ნივთი და სხვა ნივთი მის შიგნით ჩადო. ამიტომ უნდა ვაცადოთ სასამართლოს, განიხილება ეს საქმე. დაცვას შემუშავებული გვაქვს სპეციალური ტაქტიკა და დადგინდება რომ მამაო მართალია. უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება არ შეიძლება გაიზიაროს სასამართლომ. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს", - აღნიშნა ფუთკარაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ „თავად გიორგი მამალაძემ ამოიღო ბარგიდან ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics