|
2017-06-26 14:57:02, 1782 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანას განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული და მოაზროვნე ჯარი ჰყავდეს. სწორედ ამ მიზნით, დღეს I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს. ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყება შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, სამხედრო განათლების პარალელურად, მრავალმხრივი ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობასაც სთავაზობს. გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ეტაპობრივად შეიქმნება წიგნის კუთხეები, რომლებსაც ლიტერატურით ეროვნული ბიბლიოთეკა მოამარაგებს. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა I საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 500 წიგნი გადასცეს. მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა თავდაცვის უწყებას საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით უსასყიდლოდ სარგებლობის, ასევე ციფრული ბიბლიოთეკითა და არქივში დაცული მასალების გამოყენების საშუალებას მისცემს. თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედროებს ქართველი მწერლები და ისტორიკოსები შეხვდებიან. ეროვნული ბიბლიოთეკა თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარების გადამზადებაშიც დაეხმარება. დღესვე, სამხედრო ნაწილის სამკითხველო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული სამხედრო თემატიკის ფოტოგამოფენა გაიმართა. ექსპოზიციის დამთვალიერებლებს სახალხო გვარდიის დამფუძნებელი სამხედრო ლიდერების, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრების, სახელოვანი გენერლების - გიორგი კვინიტაძისა და გიორგი მაზნიაშვილის, საქართველოს ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის, იუნკერების, გვარდიელებისა და ისტორიული ფოტოების დათვალიერების საშუალება მიეცათ. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ასევე საარტილერიო ბრიგადის სამხედროები დაესწრნენ.
(NS)
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)