|
2017-06-26 11:37:01, 2404 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურაში ირაკლის მამალაძის განცხადების საფუძველზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა. „როგორც ჩანს დაინტერესებულ პირთა მხრიდან ხდებოდა მოწმეთა დისკრედიტაცია რის მაგალითიც იყო გავრცელებული ინფორმაციები, თუმცა რომელი მოწმეც არ უნდა წარმოაჩენენ აგენტად და პროვოკატორად, სრულიად უსაფუძვლოდ, ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ ბრალდებული გეგმავდა ადამიანის მკვლელობას. ეს დაადასტურა ირაკლი მამალაძემ და როგორც აღმოჩნდა ამის გამო გახდა იგი ცილის წამების მსხვერპლი. ვაგრძელებთ მოწმეთა დაკითხვას და მსგავსი უსაფუძვლო ინფორმაციების გაგრძელება მხოლოდ შეიძლება ემსახურებოდეს იმას, რომ სასამართლოს შეუშალონ ხელი ნორმალურ ფუნქციონირებაში“,-აღნიშნა წიკლაურმა. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-მა გადაცემაში "არჩევანი" გავრცეკდა ინფორმაცია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ფარული ჩანაწერია დეკანოზის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)