|
2017-06-23 17:16:16, 1876 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და ელექტრომობილების გამოფენა გაიხსნა
თბილისის მერიაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ელექტრომობილების გამოფენა გაიხსნა. როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ელექტრომობილები, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, სამშენებლო მასალები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები. თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: Insta, Gorgia, New Light, SAGA, GEONOVATION, Knauf, Rehau, Dio, Albatross, Perliti, NOVA, Ytong Caucasus LLC, Sun House, Bioenergy, Qebuli Climate, Intrec Georgia, XYZ construction, Energy.ge, NEWTECH, GEOWATT, Nissan, Global Motors Georgia, Gino Paradise, E-Space. გამოფენის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მერების შეთანხმების კოორდინატორი გიორგი აბულაშვილი ესწრებოდნენ. გამოფენა მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. მდგრადი ენერგეტიკის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 19-25 ივნისს ევროპის მასშტაბით იმართება, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, წახალისება და ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში. თბილისი აღნიშნულ კვირეულში ყოველწლიურად მონაწილეობს. “თბილისის მერიისა და საკრებულოს, ასევე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით, 19-დან 23 ივნისის ჩათვლით, თბილისში მდგრადი ენერგიტიკის კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, დღეს, თბილისის მერიაში მიმდინარეობს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია 30-მდე კომპანია, რომლებიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იმპორტითა თუ ადგილზე წარმოებით არიან დაკავებული. დამთვალიერებლებს შეუძლიათ მეტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოაქვს ენერგოეფქტური ტექნოლოგიების დანერგვას. აღსანიშნავია, რომ დღეს აქ წარმოდგენილ ელექტრომობილებთან ერთად არის გერმანული წარმოების, CNG საწვავზე მომუშავე „მანის“ ავტობუსიც, რომელიც არის სახე თბილისის სატრანსპორტო სისტემის განახლების“ -განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ მერების შეთანხმების ფარგლებში იმართება. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. (NS)
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)