|
2017-06-23 12:15:37, 2545 ნახვა
სამართალი კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: პატრიარქთან შეხვედრაზე ოჯახის წევრები სულ სხვა ინფორმაციას ჰყვებიან
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დეკანოზის ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის აუდიოჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით, ამ დროისთვის კომენტარის გაკეთება უჭირს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ სრულად უნდა ნახოს აუდიოჩანაწერი და მოისმინოს ოჯახის პოზიცია. „დაველოდოთ ვიდეოჩანაწერს, როგორც საპატრიარქო ამბობს შეხვედრასთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერი არსებობს, იყოს თუნდაც აუდიოჩანაწერი, ჯერ სრულად ვნახოთ. ოჯახსაც აქვს თავისი პოზიცია, ვინ რას ლაპარაკობს და როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“,-განაცხადა რამიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე აუდიოჩანაწერის ნამდვილობაში შეაქვთ თუ არა ეჭვი, რამიშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახი ორი დღეა საპატრიარქოდან ჩანაწერის მიღებას ითხოვდა. ამასთან, რამიშვილის განმარტებით, ოჯახის წევრები სულ სხვა ინფორმაციას ჰყვებიან. ამიტომ ადვოკატი ამბობს, რომ შეხვედრის ამსახველ ჩანაწერს თავად გამოითხოვენ. „ორი დღეა ითხოვს ოჯახი გუშინდელი დღიდან მოყოლებეული ყოველ ერთ, ორ საათში ეუბნებოდნენ რომ მიაწოდებდნენ, სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. გადამისამართება მიდიოდა სხვა პირებთან. შევიტანთ განცხადებას და გამოვითხოვთ აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერს. ოჯახის წევრები სულ სხვა ინფორმაციას ჰყვებიან. თუ როგორი დამოკიდებულება იყო. რა თქმა უნდა პატრიარქის მადლიერები არიან მაგრამ, ამბობენ რომ სხვა სასულიერო პირების კომენტარები განსხვავებულია“,-აღნიშნა რამიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)