|
2017-06-23 10:18:19, 2159 ნახვა
სამართალი
პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს
შოთა პაკელიანის მიერ პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი. „შოთა პაკელიანის მიერ სასამართლოში გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი. ასევე, შოთა პაკელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოშ იხილება დაცვის მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართული ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და შესაბამისად, დაცვის მხარეს გადაეცა ხსენებული ჩანაწერები. მოცემული ეტაპისათვის, საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობისა და მათზე ასახული პირების იდენტიფიცირების მიზნით“,-აცხადებს სუხიაშვილი. ცნობისთვის, „ლიბერალმა“ წყაროზე დაყრდონით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული. როგორც „ლიბერალის“ წყარო აცხადებს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)