|
2017-06-22 18:48:45, 1716 ნახვა
საზოგადოება
კორბოულში „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმთა მობილურმა ჯგუფმა მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა
კორბოულში „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმთა მობილურმა ჯგუფმა მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები რამდენიმე მიმართულებით ჩაუტარა. როგორც საჩხერის პოლიკლინიკების გაერთიანების მეან -გინეკოლოგი და მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი მირანდა ჯანხოთელი აცხადებს, გამოკვლევებში მონაწილეობა კორბოულის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო. „დღეს ჩატარდა კორბოულში უფასო გამოკვლევები. საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა. უფასო კვლევების ფარგლებში ჩატარდა საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, გინეკოლოგის კონსულტაცია, ონკოლოგის კონსულტაცია, სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა, ეხოსკოპია, პროსტატის გამოკვლევა, კარდიოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ამ აქციაში მონაწილეობდა ოჯახის ექიმიც. აქციაში მონაწილე ადამიანები პასუხებს რამდენიმე დღეში მიიღებენ და შემდეგ დაიგეგმება ექიმთან ვიზიტი“,- განაცხადა ჯანხოთელმა. მისივე თქმით, უპრეცედენტო აქციის ფარგლებში გამოკვლევები 26 ივნისს სოფელ მერჯევში ჩატარდება. „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმთა მობილური ჯგუფი უპრეცედენტო აქციის ფარგლებში 15-მდე სოფელს ეწვევა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას პირველად სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებს. „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ აქციის ფარგლებში დაგეგმილია: კარდიოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში კარდიოგრამა არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის მძიმე პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით; მამოლოგის კონსულტაცია სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების საწყის ეტაპზე აღმოჩენისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შემუშავებისთვის; საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიის, ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევის ჩატარება; გინეკოლოგის კონსულტაცია, გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა (პაპ-ტესტი); უროლოგის კონსულტაცია და პროსტატსპეციფიური ანტიგენის PSA კვლევა, საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევა. ნევროლოგის კონსულტაცია, ფიზიკური გამოკვლევა ხერხემლის თიაქარის გამოსავლენად და საჭიროების შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მხედველობის გამოკვლევა. სამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მიიღოს უპრეცედენტო აქციაში მონაწილეობა. ასევე, აქციის ფარგლებში შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად ექიმთა მობილურ ჯგუფს ნებისმიერი სპეციალისტი დაემატოს. „საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.
(NS)
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)