19:54 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 12:52:34, 2097 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმის გაზრდის საკითხი განხილვის პროცესშია

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმის გაზრდის საკითხი განხილვის პროცესშია.

როგორც მერის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერაა ინიცირებული და მისი მიზანია უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევების შემცირება.

"ეს საკითხი განხილვის პროცესშია და თუ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, კეთილსინდისიერ მგზავრებს არ შეეხება. გარდა ამისა, თბილისის სატრანსპორტო სისტემაში 26 კატეგორიაა ადამიანების, რომლებიც სარგებლობენ უფასო, ან მნიშვნელოვანი შეღავათებით, ამიტომ ამ ინიციატივის მიზანი უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ უბილეთოდ მგზავრობის წილი იყოს მინიმალური", -განაცხადა ლექვინაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics