|
2017-06-21 15:11:26, 1682 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი მოსმენით განიხილეს. კანოპროექტთა პაკეტი: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა წარადგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ჭრილში, ვინაიდან, სწორედ ამ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს სამუშაო სივრცეში/ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგი) თავიდან აცილება. ამგვარად, როგორც ინიციატორები აცხადებენ, კანონპროექტის მიზანია სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, კერძოდ: უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ განსაზღვროს შრომის ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი. გაიმიჯნოს და დაკონკრეტდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები და ა.შ. სხდომაზე კანონპროექტის მიმართ გარკვეული სახის შენიშვნები გამოითქვა, რომელთა ნაწილი ავტორებმა იქვე გაიზიარეს, თუნდაც ის, რომ რეინსპექტირების შემთხვევაში შრომის ინსპექტორს არ უნდა დაჭირდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა. მოსაზრება გამოითქვა საჯარიმო სანქციების შეუსაბამობაზე დარღვევის სიმძიმესთან და წინადადება იყო, რომ საჯარიმო სანქციები უნდა გაიზარდოს, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ მთელი რიგი საკითხები მეორე მოსმენის საგანს წარმოადგენს. ძირითად პირნციპებზე კი შეთანხმება შედგა და კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პაკეტს მხარი დაუჭირეს.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)