|
2017-06-20 11:42:00, 2122 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას (DEA) შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილი ნიკოლას ბერლინელს შს სამინისტროში ბოლო წლებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ნარკოტრანზიტების განყოფილების წარმატებულ მუშაობას, რის შედეგადაც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი გამოვლინდა. ნიკოლას ბერლინელმა, რომელიც საქართველოში თავის სამწლიანი მოღვაწეობას ასრულებს, გიორგი მღებრიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამშრომლობის იმ დონემ, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია. განსაკუთრებით გამოვყოფდი თანამშრომლობას შს სამინისტროსთან, რაც დასტურია იმ უნიკალური ურთიერთობებისა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ“, - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოადგილემ. შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ს საელჩოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და დასავლური სტანდარტების დამკვიდრების პროცესში. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა აშშ-ს ელჩის მოადგილეს შს სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)