|
2015-04-20 10:03:40, 546 ნახვა
პოლიტიკა
სანიკიძის შეფასებით, საქართველოდან სირიაში მებრძოლთა გამგზავრების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები უნდა გაგრძელდეს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ საკნიკიძეს შეფასებით, საქართველოდან სირიაში საბრძოლველად ადამიანების გამგზავრების რაოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. თუმცა მისივე თქმით, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით სამუშაობი სკოლის დონეზე უნდა ჩატარდეს. „არარსებობს ბერკეტი, რომ რაღაცა გააკეთო და ეს მოგვარდეს. პრინციპში სკოლებში გაფრთხილებულები არიან და ის ახალგაზრდები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება წასულიყვნენ საბრძოლველად ძალიან დიდი გამოკითხვის შედეგად ვერ მოხდა ასეთი პრობლემის იდენტიფიკაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სკოლის დონეზე სამუშაო. ერთიანი მიდგომით დღეისათვის ასეთი ქმედებები არის შემცირებული და მინიმუმამდე დაყვანილი. მე არ ვიცი თქვენ კადრებს თუ აშუქებდით, ან აკვირდებოდით ამ თემებს იმიტომ რომ სამწუხაროდ ამის შესახებ წინა წლებში ინფორმაცია პრესიდან არ გვქონდა და არც ვიცით, თუმცა ასეთი ქმედებების სტატისტიკა მუშავდება, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მუშაობა შესაჩერებელია, პირიქით უნდა გავაძლიეროთ“,-აღნიშნა სანიკიძემ
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციაზე დაჭერილ მაღალჩინოსან მიქაუტაძეს რეჟიმმა საპროცესო გაუფორმა
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)