16:32 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 16:19:17, 366 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა რეაბილიტაციის სამუშაოებს არ უკავშირდება. მათივე ცნობით, დაზიანდა კერძო საკუთრებაში არსებული ქსელი. 

"სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განმარტავს, რომ შემთხვევა წყალმომარაგების შიდა, კერძო საკუთრებაში არსებული ქსელის განშტოების დაზიანებამ გამოიწვია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიას სურს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

მომხდარი ინციდენტი არ უკავშირდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს. რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა მხოლოდ მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ხოლო შიდა ქსელებზე სამუშაოები არ ჩატარებულა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჯივიპის ოპერატიული ჯგუფი. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა დაზიანების იდენტიფიცირება და დადასტურდა, რომ დაზიანებულია უშუალოდ რუსთაველის თეატრის კერძო განშტოების მილი.

რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლებული წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ თვეს სრულად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში დაქსელვის სქემა არ შეცვლილა, შესაბამისად, განხორციელებულ სამუშაოებს დაზიანებულ მილთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება სანიაღვრე სისტემას, შეგახსენებთ, რომ ჯივიპი არ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე სისტემებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მომხდარი დატბორვის მიზეზი არ არის სანიაღვრე სისტემა. ამასთან, ტექნიკურად, სანიაღვრე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის ვერ უზრუნველყოფდა წყალმომარაგების შიდა ქსელის დაზიანების გამო გამოწვეული დატბორვის პრევენციას". - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციაზე დაჭერილ მაღალჩინოსან მიქაუტაძეს რეჟიმმა საპროცესო გაუფორმა
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics