|
2026-10-23 16:25:42, 350 ნახვა
სამართალი
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა მოსამზადებელი ეტაპი ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ შეტანილ საქმეზე ხუთი ოპოზიციური პარტიის შესახებ. 26 ოქტომბერს საკითხის არსებითად განხილვა იწყება. „ვიმუშაოთ ის კვირა. ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაოდ მუშაობა გვიწევს. იმ კვირას თუ არ მოვრჩით, იმის შემდეგი კვირა ვიმუშაოთ“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ. დღეს, 23 ოქტომბერს, სასამართლოში შუამდგომლობები დააყენა ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“. ორივე განხილული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა ამბობდა, რომ სასამართლოს რეგლამენტით, პასუხის მოსამზადებლად მათ 1-თვიანი ვადა უნდა მიეცეთ. „მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არა უგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში“, - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლში. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებდა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე, როცა არ არსებობს მსგავსი გამოცდილება, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგლამენტის დაცვას. საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმი სათათბიროდ გავიდა. არდაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, გამოაცხადა: „გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ერთპიროვნულია... რეგლამენტით კი არის გათვალისწინებული [შუამდგომლობის წარმოდგენა], მაგრამ პრაქტიკაში არ ხორციელდება შესაგებლის წარმოდგენა... სხდომის დანიშვნა არ აფერხებს მხარეს, ამავდროულად არ რჩება რაიმენაირი განცდა, რომ მხარე არის მოუმზადებელი. სასამართლოს უკვე ექმნება განცდა, რომ ეს უფრო გაჭიანურებას ემსახურება და არა საქმის გადადების აუცილებლობას... მოლოდინი იმისა, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მოგეწონებოდათ, არ იყო. ჩვენ უბრალოდ განგიმარტეთ - ჩვენი შეხედულებები გვაქვს და ჩვენ ამ შეხედულებებში ვართ თავისუფალი“.
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციაზე დაჭერილ მაღალჩინოსან მიქაუტაძეს რეჟიმმა საპროცესო გაუფორმა
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)