|
2017-06-19 13:16:04, 1714 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება
პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს ოთხშაბათს 13:00 საათზე შეხვდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. „ყოველ შემთხვევაში ასე შევუთანხმდით ოჯახის წევრებს, თუ კიდევ რაიმე მიზეზი არ მოიგონეს და მაშინდელი შემთხვევა არ განმეორდა, როდესაც დაახლოებით ორი კვირის წინ, შეთანხმებული ვიყავით, უწმინდესი მთელი საათის განმავლობაში მათ, თუმცა რაღაც ულტიმატუმების ენით დაიწყეს საუბარი, რომ ადვოკატების გარეშე არ შეხვდებოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ეს არის დიდი კადნიერება, როდესაც ეკლესიის მეთაურს შეხვედრას უნიშნავ და ულტიმატუმებით ესაუბრები, რომ ამ პირობით შეგხვდები. ახლა თვითონვე აცხადებენ, რომ ოჯახის წევრები შეხვდებიან. ფორმა და მათი სიტყვები აბსოლუტურად შეუსაბამოა რელიგიურ სარწმუნეობრივ ცნობიერებასთან“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)