17:45 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 09:42:12, 1787 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი მძღოლებს მიმართავს, თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ, პეკინის ქუჩაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გამართა და  შაბათ-კვირას პეკინის ქუჩაზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. 

თბილისის მერმა შტაბის სხდომაზე დავალებები გასცა, ასევე, განისაზღვრა უახლოესი რამდენიმე დღის გეგმა, რაც დავით ნარმანიას  განცხადებით, პროცესში ჩართული სამსახურების კოორდინირებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია. 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მძღოლებსაც მიმართა:

„მოვუწოდებთ მძღოლებს, რომ ვინაიდან სამუშაო კვირაა და ავტომანქანების რაოდენობა მეტი იქნება,  თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ, მოერიდონ ამ უბანში გადაადგილებას.  საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახური კოორდინირებულად მუშაობს იმისათვის, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ავტომანქანები გადაერთვებიან სწორი მიმართულებით და მაინც მოერიდებიან იმ უბნებს,სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, თბილისის მთავრობის, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“და კომპანია „ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics