11:55 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 21:38:15, 2038 ნახვა

საზოგადოება
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები ქუთაისში საპროტესტო აქციას მართავენ

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტები ქუთაისში აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები ლევან აბზიანიძის გარდაცვალებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებაზე პასუხი არავის უგია. 

აქცია სიმბოლურად ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან 2 წლის თავს უკავშირდება.

ცნობისთვის, ქუთაისში ორი წლის წინ ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძე განყოფილებაში გადაიყვანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პოლიციამ რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზის დასკვნას და აბზიანიძის გარდაცვალებას მისი რამდენიმე საათიანი წამების პირდაპირ შედეგად მიიჩნევს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანდრო ჭიჭინაძე 4 დეკემბერს გლდანის ციხეს დატოვებს — თორნიკე მიგიაშვილი
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics