|
2017-06-17 20:14:41, 1851 ნახვა
საზოგადოება
ზოიძე: თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი მიღებული იქნება, პატიმრების საქმეები გადაიხედება
ზოიძე: თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი მიღებული იქნება, პატიმრების საქმეების გადახედვა მოხდება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, მმართველი გუნდი საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას მოახდენს. საკონონმდებლო პაკეტი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის კონკრეტულ სერვისებს ითვალისწინებს. აღნიშნულ თემაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა ამნისტიის პროცესსაც მოიცავს. „ოთხსვეტიანი პოლიტიკა რომ განვახორციელოთ, ამისათვის საკანონმდებლო ცვლილებები იმ გზით უნდა წავიდეს, რომ მცირე ოდენობის მოხმარებისთვის, ან მცირე ოდენობის შენახვა-მოხმარების მიზნით, ადამიანი საპატიმრო სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს. ზოგადად, შეიძლება, პირადი მოხმარებისთვის ორი-სამი ექსტაზი იყოს, მაგრამ ათი აბი ვერ იქნება. ზღვარი სად უნდა გავიდეს მოხმარებასა და გასაღებას შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 260-ე მუხლში საპატიმრო სასჯელები მკვეთრად განსხვავდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ, რადგან ამაზე იმ ადამიანების ბედია დამოკიდებული, რომლებიც დღესაც საპატიმროში სხედან. გადაწყვეტილებაზე თუ სად გავავლებთ ზღვარს, დამოკიდებულია ის, რომ შეიძლება, ბევრი ადამიანი ციხიდან გათავისუფლდეს და ამ კანონმდებლობის მიღებით ჰუმანური აქტიც მოხდეს. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ამ შემთხვევაში, ახალი გარემოებების საფუძველზე, მათი საქმეების გადახედვა მოხდება და მათთვის შედეგი იმით დადგება, რომ ან პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, ან ნაწილს ვადა მოხდილი ექნება, ან ნაწილს სასჯელი გაუუქმდება“, - განაცხადა ზოიძემ. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდება, თავდაპირველად, მასზე მსჯელობა კომიტეტების ფორმატში მოხდება, საბოლოო მიღება კი, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)