|
2017-06-16 21:25:01, 2021 ნახვა
საზოგადოება
ბუკიკიო: ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება რთული იქნება
„ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, რთული იქნება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება, ამიტომ, ჩაწერეთ თქვენს კონსტიტუციაში, ქორწინება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის კავშირი მაგრამ, ვამბობთ, თქვენ შეგიძლიათ ამის ჩაწერა კონსტიტუციაში, იმ პირობით, ეს ინტერპრეტირებული იქნება, რომ არ ნიშნავს ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვას“ ,-ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ „მოამბეს“ განუცხადა. ბუკიკიომ დეტალურად ისაუბრა ქორწინებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე. „ეს არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვა, რომელიც განსხვავდება ქორწინებისგან. სხვა ევროპულ ქვეყნებში მიღებულია ორ მამაკაცსა თუ ორ ქალს შორის პარტნიორობა და არა ქორწინება ერთნაირ სქესიან ადამიანთა შორის. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ერთსქესიან ადამიანთა პარტნიორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველგან. შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთნაირ სქესიანთა ადამიანთა ქორწინება აღიარებულია. არა ბევრ, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში. ევროპის 14 ქვეყანა აღიარებს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას და სხვები არა. ეს არის საზოგადო - ერის და მისი განვითარების საკითხი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, რთული იქნება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება, სწორედ ამიტომ, ჩაწერეთ თქვენს კონსტიტუციაში, ქორწინება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის კავშირი. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, თქვენ შეგიძლიათ ამის ჩაწერა კონსტიტუციაში, იმ პირობით, ეს ინტერპრეტირებული იქნება, რომ არ ნიშნავს ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვას“, - განაცხადა ბუკიკიომ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)