|
2017-06-15 13:19:34, 1746 ნახვა
საზოგადოება
Кавказский Узел აფგან მუხთარლიზე: აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დაცვის მხარის მოთხოვნა, შეისწავლოს საქართველოს საზღვარზე აფგან მუხთარლის დაკავების დეტალები, არ დააკმაყოფილა, -ამის შესახებ სააგენტო "კავკაზსკი უზელი" იუწყება. აზერბაიჯანელი ადვოკატების ელჩინ სადგიოვის განცხადებით, ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ჟურნალისტის თბილისში გატაცების ვერსიის განხილვა არ სურს. "ვითხოვდით თითების ანაბეჭდების ექპერტიზას, იმისათვსი რომ დაგვედგინა ჰქონდა თუ არა აფგან მუხთარლის 10 ათასი ევრო, რომელსაც ედავებიან. ასევე ვითხოვდით სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებს, თუმცა ყველაფერზე უარი გვითხრეს. კიდევ ერთი მოთხოვნა გვქონდა, რომელიც ასევე არ დაგვიკმაყოფილეს. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომაროება და ძალადობის ნიშნები დაგვეფიქსირებინა, თუმცა ექპერტიზა თვითონ ჩაატარეს და განგვიცხადეს, რომ დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობის კვალი არ აქვს", - განაცხადა სადიგოვმა. ამასთან, ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მუხთარლი ალიევის პირადი პოლიტიკური პატიმარია და შესაბამისი უწყებებისგან საქმის გამოძიების შესწავლის იმედი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სესიაზე რეზოლუციის პროექტზე „მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ დებატები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)