|
2017-06-13 15:52:16, 2312 ნახვა
სამართალი
აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ადვოკატმა სასამართლოს მიმართა
საქართველოში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის და ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჩოფიკაშვილის განცხადებით, ამ სტატუსის მინიჭება მათთვის მნიშვნელოვანია და პროკურატურამ შესაბამისი დადგენილება ამ დრომდე არ მიიღო. „ეს არის საჩივარი, რომლითაც ვითხოვთ საქალაქო სასამართლოდან, რომ დაზარალებულად ცნონ აფგან მუხთარლი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის, მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. ასევე დაზარალებულად ცნონ ლეილა მუსტაფაევა, სისხლის სამართლის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით დადგენილება დღემდე არ მიიღო. სწორედ ამიტომ, კანონის შესაბამისად ეს საჩივრდება საქალაქო სასამართლოში. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ეს სტატუსი. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ უფლებები. სასამართლოს აქვს 15-დღიანი ვადა. მთავარი გარემოებაა ის, რომ 29 მაისს ოთხმა ადამიანმა ძალის გამოყენებით ჩასვა „ოპელის“ მარკის ავტომობილში აფგან მუხთარლი და ის გაიტაცეს. ეს დასტურდება მოწმეების ჩვენებებით. ის ამჟამად აზერბაიჯანის ციხეშია და მისთვის შეფარდებული პატიმრობა შეფარდებულია როგორც პოლიტიკური პატიმრობა“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო კვეტაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. ქართული მხარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი სპეცსამსახურების ჩართულობას გამორიცხავს. ჟურნალისტის გატაცების ფაქტს თბილისში მრავალი აქცია მოჰყვა. მოსახლეობა ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს და მთავრობას მოუწოდებს მუხთარლის საქმე გამოიძიოს. ცნობისთვის, ჟურნალისტი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიავის ოჯახის წევრების ქონებასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)