|
2017-06-12 15:31:57, 2250 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
შს სამინისტრომ მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნა. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ. „ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, მერქვას თქვენი მინისტრი... ესაა დიდი სიამაყეც, რადგან თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 2000-მდე ადამიანი გადაარჩინეთ, მათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნეთ... თქვენ ხართ იმედი და თქვენ ხართ ქვეყნის ძალა! გაქვთ ღირსეული და ვაჟკაცური პროფესია, რომელსაც კეთილსინდისიერად ემსახურებით. მადლობას გიხდით ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის! ეს არაა მხოლოდ ჩემი მადლიერება. ესაა საქართველოს მოსახლეობის განცდა და დამოკიდებულება, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ“, - განაცხადა შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელები პირადად გადასცა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველების ხსოვნას. მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგინა. ღონისძიების დასასრულს სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ჩაატარეს სიმულაციური ვარჯიში: ქიმიურ ინციდენტზე რეაგირება, დაზარალებულის ნანგრევებიდან გამოყვანა და სიმაღლიდან დაშვება.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)