|
2017-06-12 14:45:30, 2533 ნახვა
სამართალი
Birja Mafia-ს წევრი მიხეილ მგალობლიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიას" წევრი მიხეილ მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდების მხარე „ბირჟა მაფიას" წევრის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას დაეთანხმა. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, გიორგი ქაბურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლო 15:00 საათზე იმსჯელებს. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)