|
2017-06-12 11:11:41, 1802 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერის მიზნით მოსამართლეებისთვის ორდღიანი შეხვედრა ჩატარდა
არასრულწლოვანთა თემაზე მომუშავე მოსამართლეებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელებასა და კერძოდ, განრიდების საკითხებზე მსჯელობა იყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა, სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე ზაზა გრიგოლია. შეხვედრა გაიმართა პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა განრიდების პროგრამების გაძლიერების გზით“, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ და გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერების გზით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შედეგად მოსამართლეებს საშუალება ეძლევათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განარიდონ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები. შეხვედრის ფარგლებში, განრიდების პროგრამაში ჩართული უწყებების წარმომადგენლისგან მოსამართლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია განრიდების პროცესის, პროცედურისა და თავისებურებების, აღდგენითი მართლმსაჯულების ახალი მიდგომების შესახებ; იმსჯელეს არსებულ სირთულეებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 21 წელს მიუღწეველი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს კანონდამრღვევისა და დაზარალებულის ინტერესებს, ეხმარება კანონთან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდას, გააცნობიეროს საკუთარი ქმედება და თავისი ძალებით გამოასწოროს მიყენებული ზიანი. პროგრამა ხელს უწყობს ქვეყანაში დანაშაულის პრევენციას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა, რის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა განრიდების მექანიზმშიც. პროგრამა დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს; გაიზარდა მედიატორის როლი; განრიდება გავრცელდა 18-დან 21 წლამდე დანაშაულის ჩამდენ ახალგაზრდებზეც; შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა განრიდებულთა რაოდენობა. 2016 წელს განრიდებისა და მედიაციის პროგრამით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 21 წელს მიუღწეველი 784 პირი განერიდა. ამათგან, 462 არასრულწლოვანია, ხოლო - 322 სრულწლოვანი.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)