|
2017-06-05 14:22:35, 2355 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია - ტერაქტის საშიშროება არსებობს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყანა კვლავ ტერორისტული საფრთხის წინაშეა და საშიშროების დონე უცვლელად მაღალია, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლონდონში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, მათ შორის რამდენიმე ხიდზე დამატებითი დაცვაა გამოყვანილი. "ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ლონდონზე, არამედ დიდ ბრიტანეთზე და მთელ თავისუფალ მსოფლიოზე", - აღნიშნა მეიმ. შეგახსენებთ, შაბათს ლონდონში ინციდენტი ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს სავაჭრო უბან Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)