2026-10-29 11:29:51, 432 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია ეტლით და ხელჯოხის დახმარებით გადაადგილდება
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს - ამის ამსახველ კადრებს „სანდო წყარო“ ავრცელებს - გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს, ასევე მას ხელში უკავია ხელჯოხი.
„აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ!“ - თქვა პოლიტიკოსმა კლინიკაში შეყვანამდე
მოგვიანებით კოალიცია ცვლილებისთვის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან