|
2017-06-02 18:32:12, 2276 ნახვა
მსოფლიო
ევროპის საბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
ევროსაბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისში გაუჩინარებას გამოეხმაურა. საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ჟურნალისტის ირგვლივ განვიტარებული მოვლენების ქრონოლოგია გამოაქვეყნა. "დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ამბავი მისმა მეუღლემ ლეილა მუსთაფაევამ მიმდინარე წლის 29 მაისს გაავრცელა. მუსტაფაევამ აღნიშნა, რომ ბოლოს მის მიუღლეს ესაუბრა, მაშინ როდესაც ის სახლთამ ახლოს იყო, თუმცა მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. საქართველოს პოლიციამ 30 მაისს განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტის ძებნა, თუმცა შემდგომ, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანულმა სააგენტო Turan-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა აფგან მუხთარლი დააკავა. გარდა ამისა, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰადიჯა ისმაილოვამ აღნიშნა, რომ მუხთარლი გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, ხელები მას გაკოჭილი ჰქონდა და ის ნაცემ მდგომარეობაში იყო. მან სერიოზული დაზიანებები მიიღო. მისი ადვოკატის ელჩინ სადიგოვის თქმით, მისი დაცვისქვეშ მყოფი ნაცემია, მას გატეხილი აქვს ცხვირი, და ასევე ჩატეხილი აქვს ნეკნები. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში, პასპორტის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროსაბჭო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტს ბრალი 3 მუხლით აქვს წაყენებული. "აფგან მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. აზერბაიჯანის სამართალდამცველების განცხადებით, მას თან 10 000 ევრო ჰქონდა. აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანი 2015 წელს დატოვა და საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად, მას შემდეგ, რაც მის სიცოცხლეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტების გამოძიების გამო საფრთხე შეექმნა. მას ახლა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)