|
2017-05-22 17:34:49, 2126 ნახვა
სამართალი
თბილისში გარემოს დაბინძურებისთვის 1 თვეში 411 პირი დაჯარიმდა - ჯარიმების საერთო თანხა 42 710 ლარია
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა თბილისში ერთი თვის მანძილზე, გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ „თბილსერვის ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯარიმების საერთო თანხამ 42 710 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, 411 სამართალდამრღვევი პირიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ერთი თვის მანძილზე გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით - 42 710 ლარი. 411 სამართალდამრღვევი პირიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 378 საჯარიმო ოქმი შედგენილია 2კგ.-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის“-აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“. ცნობისთვის, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან აწარმოებენ კონტროლს. პირველი ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორების გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა - ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ. "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.
ბადრი ჯაფარიძე - პარტიების აკრძალვით „ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის
ნადარაია კოპალეიშვილს: ცდილობთ სასამართლოს წარმოჩენას ისე, თითქოს რაღაცაში გზღუდავთ
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)